დაბრუნება
Main
Drawing

ქავთარაძე _ "თაუნჰაუსები" / A-100

პროექტი სადაც დიზაინი და გარემო ერთიანდება

ქავთარაძის თაუნჰაუსები თანამედროვე ურბანული ცხოვრების ახალ სტანდარტს გთავაზობთ - ინდივიდუალური ერთეულების კომპლექსის სახით, რომელიც მრავალფუნქციური გამოყენებისთვისაა შექმნილი. პროექტი ორგანულად ერწყმის ტერიტორიის ბუნებრივ რელიეფს: თითოეული თაუნჰაუსი სამ სართულზეა განთავსებული, შესვლა კი ქუჩის მხრიდან, შუა დონეზე ხდება, საიდანაც ცენტრალური კიბის ბირთვი აკავშირებს ზედა და ქვედა სართულებს.თითოეულ ერთეულს საკუთარი საპარკინგე ზონა აქვს, რომელიც პირდაპირ ქუჩიდან არის ხელმისაწვდომი, ხოლო მთავარი ფასადიდან იშლება ქალაქის მთავარი ხედები ნუცუბიძის პლატოს განაშენიანებაზე.

ქავთარაძის თაუნჰაუსები აერთიანებს ინოვაციასა და ფუნქციურობას, სადაც საცხოვრებელი და საოფისე სივრცეები იდეალურად ერგება თანამედროვე ცხოვრების წესს. თითოეული სივრცე უზრუნველყოფს სიმშვიდესა და კომფორტს, ხოლო არქიტექტურა სრულად თანხვედრაშია ბუნებრივ რელიეფთან. შენობების შიდა მოძრაობა მიჰყვება ტერიტორიის დახრის ლოგიკას, რაც უზრუნველყოფს მოქნილ განაწილებას და ყოველი სართულის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას. პროექტი, სადაც დიზაინი და გარემო ერთიანდება - ქმნის კომფორტულ, ელეგანტურ და თანამედროვე ცხოვრების ახალ პერსპექტივას.

დეტალები
წელი: 2022
ფართობი: 3002
დამკვეთი: Private Client