

საოფისე კომპლექსი ქავთარაძის ქუჩაზე ქმნის კომფორტულ გარემოს, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის არის შესაბამისი. შენობის პირველი ორი სართული განკუთვნილია საოფისე ფუნქციისთვის, ხოლო ქვედა დონეზე მოწყობილია სასაწყობე სივრცე. შენობა სრულად აკმაყოფილებს საოფისე სტანდარტებს, მათ შორის აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სისტემებითა და საავარიო გასასვლელებით. პირველი სართულის წინა ფასადიდან შესაძლებელია საერთო ტერასაზე გასვლა, რომელიც მთლიან სივრცეს აერთიანებს, ხოლო მეორე სართულზე თითოეული განყოფილებისთვის გათვალისწინებულია განცალკევებული აივნები. შენობა ასევე აღჭურვილია სახურავზე განთავსებული მზის პანელებით, რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობასა და შენობის მდგრადობას.